გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნინო თანდილაშვილი: უხვნალექიანობის შემთხვევაში, შესაძლებელია გართულებები იყოს მოსალოდნელი

6-07-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, მეწყრული პროცესების წარმოშობის შედეგად, რასაც თან ერთვოდა უხვნალექიანობა, მდინარე ნესკრას დონე მკვეთრად გაიზარდა.  მისივე თქმით, სტიქიის ზონაში კვლავ იმყოფებიან სპეციალისტები, რომლებიც ვითარებას სწავლობენ.

ამასთან, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ, მართალია,  სოფელ ჭუბერში სტიქიის პიკი გავლილია, მაგრამ უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, გამორიცხული არაა, ვითარება გართულდეს.

 „დადგინდა, რომ მოხდა მასობრივი ქანების წამოსვლა  და მყინვარის დნობასთან ერთად, უხვნალექიანობამ მდინარის დონის მკვეთრი მატება გამოიწვია, რამაც ამ სტიქიის შედეგებამდე მიგვიყვანა.  ამჟამად, ადგილზე იმყოფებიან სპეციალისტები, რომლებიც საველეკვლევით სამუშაოებს განაგრძობენ. ახლა არსებული მდგომარებით თუ ვიმსჯელებთ,  სტიქიის პიკი გავლილია. თუმცა უხვნალექიანობის შემთხვევაში, შესაძლებელია გართულებები იყოს მოსალოდნელი“-განაცხადა თანდილაშვილმა.