გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოზარ სუბარი: დღეს პარლამენტში იმ ადამიანების სამარცხვინო პერფორმანსი ვიხილეთ, რომელთა მმართველობის პერიოდშიც საქართველოს ციხეები „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკად“ იყო ქცეული

16-12-2022

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის მოსმენის დროს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.


„დღეს პარლამენტში იმ ადამიანების სამარცხვინო პერფორმანსი ვიხილეთ, რომელთა მმართველობის პერიოდშიც საქართველოს ციხეები „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკად“ იყო გამოცხადებული. საქართველოს ციხეებში 24 500 პატიმარი იხდიდა სასჯელს ან ელოდა განაჩენს. პატიმრების რაოდენობით, ყოველ 100 000 კაცზე გამოთვლით, მსოფლიოში მესამე ადგილზე ვიყავით. დღეს რომ იგივე რაოდენობით პატიმრები იყვნენ, საქართველო, პატიმრების რაოდენობით, მეორე ადგილზე იქნებოდა, მაგრამ დღესაც კი, როცა 60%-ზე მეტითაა შემცირებული პატიმრების რაოდენობა და, დაახლოებით, 9 200-ის ფარგლებშია, რუსეთსა და თურქეთს თუ არ ჩავთვლით, პრაქტიკულად, ევროპაში საქართველო პირველ ადგილზე დგას - დაახლოებით, ორჯერ მეტი პატიმარი გვყავს ვიდრე საშუალო ევროპული მაჩვენებელია (ჩვენთან, ყოველ 100 000 კაცზე 230 პატიმარია, საშუალო ევროპული მაჩვენებელი კი, დაახლოებით, 100 კაცზე ოდნავ მეტია)“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.