გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თიბისი კონცეპტი 360 ნაკრების მფლობელებს მეტალის ბარათების ლიმიტირებულ გამოშვებას სთავაზობს

16-12-2022

თიბისი კონცეპტი, ნაკრებ 360-ის მომხმარებლებს, თიბისის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  განსაკუთრებულ შესაძლებლობას -  მეტალის ბარათების ლიმიტირებულ გამოშვებას სთავაზობს.


მეტალის ბარათების ნაკრები გამორჩეული დიზაინის სამი სხვადასხვა ტიპის ბარათისგან შედგება: Visa signature, Mastercard World Elite და საკრედიტო Ertguli Visa Signature. მეტალის ბარათების გამოშვება  პირველი პრეცედენტია  არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.

იმისთვის, რომ გამოიწეროთ მეტალის ბარათების ნაკრების ლიმიტირებული გამოშვება, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზეwww.360.tbcconcept.geდა ასევე კონცეპტ 360-ის ნაკრების ფლობა.


კონცეპტ 360  არის მათთვის, ვისაც სჭირდება მეტი ფინანსური ინსტრუმენტი და გაზრდილი შესაძლებლობები საკუთარი ფინანსებისა და აქტივების უკეთ სამართავად.


ნაკრები მოიცავს პირადი ბანკირის მომსახურებას, მაღალი კლასის ბარათებს - Visa signature და Mastercard world elite, ErtguliVisa signature საკრედიტო ბარათს, სამოგზაურო დაზღვევას, თიბისი კაპიტალის საბროკერო მომსახურებას და ბევრ სხვა შესაძლებლობასა და უფრო მეტ მოქნილობას.


თიბისის საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების საუკეთესო პირობებთან ერთად, ნაკრები 360 შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ თიბისი კაპიტალის საბროკერო სერვისით, რომელიც დაგეხმარებათ განახორციელოთ ინვესტიციები, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით არსებულ საფონდო ბირჟებზე.


მაღალი კლასის ბარათები - Visa Signature და MasterCard World Elite კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო უპირატესობასა და შეთავაზებას მოიცავს.

ხოლო, Ertguli Visa Signature საკრედიტო ბარათი შესაძლებლობას გაძლევთ დააგროვოთ უფრო მეტი ერთგული ქულა ნებისმიერ POS ტერმინალზე საქართველოში.


საინტერესო ღონისძიებებთან ერთად ნაკრებში ასევე შედის ექსკლუზიური და 150-ზე მეტ ობიექტში არსებული შეთავაზებები.

თუ არ ხართ კონცეპტ 360 ის მომხმარებელი, მეტალის ბარათების შეკვეთა შეგიძლიათ ნაკრებისგამოწერის შემდგომ, რომლის ღირებულება შეადგენს 70₾ თვეში ან 700₾ წელიწადში.


მეტალის ბარათების გამოწერა შესაძლებელია 31 დეკემბრამდე, ხოლო მათი უშუალოდ გაცემა მოხდება 2023 წლის იანვრიდან.


თიბისი კონცეპტი არის თიბისის პერსონალურ საბანკო მომსახურება, რომლის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან არის თანხვედრაში.