6-07-2018
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მოსახლეობა საფრთხისშემცველი ადგილებიდან გაყვანილია. მისივე თქმით, ნესკრაჰესს ჭუბერის ხეობაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან არავითარი კავშირი აქვს.
ამის შესახებ სუბარმა სვანეთში, სტიქიის ზონაში ყოფნის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოსახლეობა გაყვანილია ყველა იმ წერტილიდან, სადაც შესაძლებელია პოტენციური საფრთხე არსებობდეს. შვიდი სახლი ჯერ კიდევ პოტენციური საფრთხის ქვეშ არის. ამ სახლების უმრავლესობიდან ადამიანები გაყვანილები არიან. განხორციელდა არასწრულწლოვნების ევაკუაცია, დანარჩენები იქ დარჩნენ. მათ, რა თქმა უნდა, საფრთხე არ ემუქრებათ.
რაც შეეხება ნესკრაჰესთან მიმდინარე სამუშაოებს, მას ამ კონკრეტულ შემთხვევასთან არავითარი საერთო არ აქვს. გავიმეორებ, ქაღალდზე მიმდინარე პროცესები სტიქიას არ იწვევს“-განაცხადა სოზარ სუბარმა.