გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვიქტორ ჯაფარიძე: ჩემი კონფლიქტი სააკაშვილსა და მის „ბანდას“ შორის მაშინ დაიწყო, როდესაც ბარამიძემ სვანეთში ლიკვიდაციის ოპერაცია ჩაატარა

16-12-2022

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, „დიდ გადაცემაში“ აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ 2004 წელს მესტიის სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაცია გაიხსენა. მისი თქმით, კონფლიქტი მასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სწორედ ამ ამბის შემდეგ დაიწყო.


„მინდა, მაყურებელს, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, ჩემს პრობლემაზე რომ დავიწყე საუბარი. ეს არასოდეს მიკადრია, რადგან იმდენი გაუბედურებული ოჯახი იყო ამ ქვეყანაში, ის, რომ მე შეურაცხყოფას მაყენებდნენ, არც გამცემლიძის, არც რობაქიძის, არც აფრასიძეების თემასთან არ იყო სახსენებელი.


რომელი ერთი ჩამოვთვალო, რამდენ უბედურებაში გახვიეს ამ არაადამიანებმა ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება. მინდა, პირველ რიგში, აფრასიძეების თემა ვახსენო, რომლის მერეც მე დ ამიშას „ბანდა“ რეალურ კონფლიქტში შევედით.


როდესაc ბარამიძემ სვანეთში სპეცოპერაცია ჩაატარა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, დღეს მსჯავრდადებულმა კრიმინალმა სააკაშვილმა, გამოაცხადა, რომ აფრასიძეების ოჯახის განადგურების ბრძანება სწორედ მან გასცა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.