გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ნინოწმინდაში საქართველოსა და სომხეთის პირველი რესპუბლიკების შექმნასა ნოდარ დუმბაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

6-07-2018

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის - მუნიციპალიტეტის მერის ანი მოსოიანის, საკრებულოს თავმჯდომარის - სუმბატ კიურეღიანის, მერიას კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და დახმარებით (სამსახურის უფროსი ჟორა სნხჩიანი) ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, ინიცირებული პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში გამოფენა და კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება მიძღვნილი იყო საქართველოსა და სომხეთის პირველი რესპუბლიკების შექმნასა და ქართველი ცნობილი კლასიკოსის - ნოდარ დუმბაძის საიუბილეო თარიღს. 

კონცერტში საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის ადგილობრივი ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობდნენ. კონცერტის ბოლოს სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადასცეს საჩუქრად.