გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 9 ფაქტი გამოავლინეს

18-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 9 ფაქტი გამოავლინეს.


ხე-ტყის უკანონო მოპოვება-დამზადებისა და ტრანსპორტირების ფაქტები, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილია გურჯაანის, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეები,  უკანონოდ მოპოვებული რცხილის, წიფლისა და მუხის ხე-მცენარეებისგან დამზადებული, ჯამში  37 კუბურმეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.


სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.