გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.8 პროცენტი შეადგინა

19-12-2022

მიმდინარე წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 19 284.3 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.8 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წლის III კვარტალში 9.4 პროცენტით განისაზღვრა.


საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (74.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (29.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.8 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (34.7 პროცენტი), მშენებლობა (9.1 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5.5 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-14.3 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6.3 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-5.7 პროცენტი).


საქსტატის ცნობითვე, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.8 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.4 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.6 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.0 პროცენტი), მშენებლობა (7.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.8 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (5.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.2 პროცენტი).