გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორეის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

19-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე კორეის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.


იური ნოზაძემ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვა.


შეხვედრაზე მხარეებმა კორეაში ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების და სასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.აღინიშნა, რომ კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნა მზარდია, რაც ექსპორტის ზრდისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობისპრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია არსებობს. იური ნოზაძემ ყურადღება დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საკითხზე გაამახვილა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხოსაქართველოს მიერ„Busan World Expo 2030“-ის კორეის რესპუბლიკაში ჩატარების  იდეის მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.