გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 227 კმ-ის სიგრძის საფეხმავლო ბილიკები მონიშნა

19-12-2022

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით,  საქართველოს 7 რეგიონში, წელს  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 227კმ-ის სიგრძის 28 საფეხმავლო ბილიკი მონიშნა და ინფრასტრუქტურა მოაწყო. 

 

აჭარაში, გურიაში, სამეგრელო -ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და  ქვემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში 610 მიმართულებისმანიშნებელიდაფა, 292 მიმართულების მანიშნებელი ბოძი და 44 საინფორმაციო დაფა დამონტაჟდა. 12 მუნიციპალიტეტში საფეხმავლო ბილიკები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაგეგმა და მოაწყო.

 

მონიშნული ბილიკები მოლაშქრეებს საშუალებას აძლევს გზის აუცდენლად იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

 

ბილიკები ძირითადად მარტივი და საშუალო სირთულისაა, რაც ლაშქრობის მსურველებს უადვილებს მოინახულონ მთები, ტბები, ხეობები, ჩანჩქერები და ისტორიული ძეგლები.

 

ღვინის მასპინძელი ობიექტისათვის ქვეყნის მასშტაბით 7 რეგიონში 29 ახალი საპროექტო დოკუმენტაცია შემუშავდა.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკებს ყოველწლიურად ნიშნავს. პროექტის მიზანია ერთიანი საფეხმავლო ბილიკების ქსელის განვითარება და ერთმანეთთან დაკავშირდება.