გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რომეო მიქაუტაძე ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს შეხვდა

19-12-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს შეხვდა. შეხვედრა ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მე-20 შეხვედრის ფარგლებში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა.


განხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანზე როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. აღინიშნა, რომ საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს.


ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, მეტი აქცენტი გაკეთდა დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროებაზე ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. ამ მხრივ, ისეთი გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.


ამასთან, ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ პოტენციალზეც, რომელიც საქართველოს, როგორც ჰიდრო და სხვა განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ ქვეყანას აქვს. ითქვა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს. ასევე ითქვა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე განახლებადი ენერგორესურსების ათვისების წახალისების სქემის შესახებ, რომელმაც ჯამში, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა მოიტანოს.


შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ევრიკომისარ კადრი სიმსონის ვიზიტს საქართველოში ევროკომისიასთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით.