გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საგამოძიებო სამსახურმა ევროპოლის კოორდინაციით ჩატარებულ მედიკამენტების ფალსიფიკაციასა და დოპინგ ნივთიერებებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა

19-12-2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ევროპოლში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო ევროპოლის კოორდინაციით ჩატარებულ ოპერაციაში Shield - მედიკამენტების ფალსიფიკაციასა და დოპინგ ნივთიერებებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.


ოპერაციის წარმატებით განხორციელებაში საფრანგეთის, საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთისა და 28 ქვეყნის სამართალდამცავ და საბაჟო ორგანოებთან ერთად საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ოპერაციას კოორდინირებას უწევდა ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (OLAF), ხოლო ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა (EUIPO) უზრუნველყო მისი ფინანსური მხარდაჭერა. 2022 წლის აპრილ-ოქტომბრის პერიოდში განხორციელებული ოპერაციის წარმატებით დასრულებაში, ასევე დიდი როლი ითამაშეს ფრონტექსმა, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ (WCO) და მედიცინის ეროვნულმა სააგენტოებმა.


ოპერაციის შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა 10,5 მილიონზე მეტი მედიკამენტი ამოიღეს, გამოავლინეს 59 დანაშაულებრივი ჯგუფი, დააკავეს 349 პირი, დახურეს 10 საიდუმლო ლაბორატორია და ამოიღეს დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ან ყალბი მედიკამენტი, დოპინგ პროდუქტი და ნივთიერება, არალეგალური საკვები და სპორტული დანამატი, ყალბი COVID ვაქცინა, სანიტარული პროდუქტი და სამედიცინო მოწყობილობა.