გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველზე: რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი კვლავ ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც თავდაპირველად ჰქონდათ არჩეული და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ულტიმატუმს

19-12-2022

„რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი კვლავ ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც თავდაპირველად ჰქონდათ არჩეული და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ულტიმატუმს. ულტიმატუმს რომ რომელიღაც კონკრეტული კანდიდატების ირგვლივ თუ არ მოხდებოდა შეთანხმება მათ არ აქვთ სხვა არჩევანი და მზადყოფნა რომ დისკუსიაში და მოლაპარაკებაში შემოვიდნენ“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის საკითხზე ასეთი მოცემულობის შემთხვევაში გაჭირდება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა შეეცდებიან აირჩიონ ნაკლებად ყველასთვის მისაღები კანდიდატი.

 

„ახლა ისინი იმ მდგომარეობაში არიან როდესაც ცდილობენ, რომ სააკაშვილთან ერთგულების უფრო მაღალი ხარისხი რომელ გუნდს აქვს, ამაზე ითანამშრომლონ და ამის მიხედვით შიდა პარტიულ არჩევნებში ამომრჩეველზე გარკვეული ეფექტი მოახდინონ.

 

როგორც ჩანს ამით არის განპირობებული, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, მათ შორის ისეთი დესტრუქციული და რადიკალური მოწოდებები, როგორიც არის მაგალითად მანდატების დატოვება და ცალკეული ადამიანების შიმშილობის გამოცხადება. ასეთი მოცემულობის შემთხვევაში რა თქმა უნდა გაჭირდება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ჩვენ რასაკვირველია შევეცდებით ყველაფერს საიმისოდ, რომ რეალურად შედეგიანი აღმოჩნდეს ჩვენი მცდელობა, რომ ავირჩიოთ ალბათ ნაკლებად ყველასთვის მისაღები კანდიდატი.“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.