გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

GITA-ს მხარდაჭერით, ტექნოპარკში საქართველოში პირველი და ყველაზე მასშტაბური HR გაციფრულების კვირეული ოფიციალურად დაიხურა

19-12-2022

GITA-ს მხარდაჭერითა და HRPA Georgia-ს ორგანიზებით, თბილისის ტექნოპარკში,HR გაციფრულების კვირეული ოფიციალურად დაიხურა.

 

შეხვედრას ესწრებოდა საჯარო და კერძო სექტორის 150-მდე HR პროფესიონალი, აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია და GITA-ს ბენეფიციარი სტარტაპები.

 

ღონისძიების განმავლობაში დარგის ექსპერტებმა, IT/Tech რეკრუტერმა HR პროფესიონალებმა, მათ შორის, პანელური დისკუსიების ფორმატში, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ტექ. ტალანტების მოძიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები, შესაძლო გამოსავლები, ინდუსტრია 4.0 და სხვა.