გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

19-12-2022

ბათუმში, გიორგი კირთაძის მიმართ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში 2022 წლის 19 დეკემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად" - ნათქვამია განცხადებაში.