გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ველური ბუნების სააგენტოს მდინარის კალმახის საშენში ნაკადულის კალმახის ქვირითის აღებისა და განაყოფიერების პროცესი მიმდინარეობს

20-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნის სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს.  სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად,  ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაციის ლიფსიტის წარმოება  ხდება საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის  ბუნებაში აღდგენის მიზნით.

 

ნაკადულის კალმახის საშენში  ქვირითობის პერიოდი დეკემბრიდან იანვრის ბოლომდე  მიმდინარეობს,  რა დროსაც   კალმახის ქვირითის აღება  და  განაყოფიერება ხელოვნურად ხდება. ხოლო შემდეგ,  იგი საინკუბაციო მოწყობილობაში თავსდება. აღნიშნულ პროცესში, ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი მონაწილეობდა.

 

მდინარის კალმახის საშენში არსებულ შენობაკალმახის ინკუბატორი და სალიფსიტე აუზებია განთავსებული.აღნიშნული საინკუბატორო ნაგებობა სააგენტოს საშუალებას აძლევს გამოჩეკილი ლიფსიტების რაოდენობა 500 000-ზე მეტიიყოს. 2022 წელს, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ,ბუნებაში აღდგენის მიზნით,„წითელი ნუსხის“სახეობის მდინარის კალმახით 30-მდე მდინარე და ტბა 500 000-მდე ლიფსიტითა და ლავრით  დაათევზიანა; მათ შორის, დაცული ტერიტორიების მდინარეებში 100 000-ზე მეტი ლიფსიტითგაუშვეს. თევზების მეთვალყურეობა ფოტო და ვიდეო ხაფანგებით ხდება.