6-07-2018
სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ერთ-ერთმა ავტომანქანის მფლობელმა, მართვის მოწმობის ჩამორთმევის გამო, საკუთარი მანქანა დაწვა. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს.
შსს-ს განცხადებით, მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში იყო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის განადგურებას და დაზიანებას გულისხმობს.