გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2023 წელს, სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობას გააგრძელებს

20-12-2022

სახელმწიფო ბიომწარმოებელების მხარდაჭერას 2023 წელს სპეციალური შემუშავებული პროგრამის საშუალებით მოახდენს. მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, მზარდია და 500,000 ლარით არის განსაზღვრული. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორგანული წარმოების მხარდაჭერა სახელმწიფო ერთ-ერთი პრიორიტეტია, საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსების გაზრდის საკითხი განიხილება.


2022 წელს, ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა  საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე  გადასვლის ხელშეწყობას, რაც გულისხმობს ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენის, ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენის, ასევე,   თაფლისა და ცვილის  წარმოებისათვის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ხარჯის  ანაზღაურებას.