გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„სააკაშვილის პოლონიუმით მოწამვლის ფაქტზე საუბარი არცერთ სამედიცინო დასკვნაში არ არის“ - შალვა ხაჭაპურიძე

20-12-2022

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ექსპრეზიდენტის პოლონიუმით მოწამვლის ფაქტი უარყო. 


მისივე თქმით, პოლონიუმით მოწამვლა მხოლოდ „გარკვეული საადვოკატო ვერსია იყო“.


„ამერიკელი ექსპერტის, ბატონის სმიტის დასკვნაში საუბარი არ არის არანაირ პოლონიუმზე, იგი ამჟამად არ მუშაობს პოლონიუმთან დაკავშირებით და ეს საკითხი არც წამოჭრილა. პოლონიუმი არის გარკვეული საადვოკატო ვერსია. არცერთ საექსპერტო დასკვნაში მსგავს ნივთიერებებზე არ არის საუბარი. ჩვენ ცალსახად ვამბობთ იმას, რომ ხელში გვაქვს სერიოზული დასკვნა ამერიკელი ტოქსიკოლოგის, რომელიც საუბრობს, რომ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა მძიმე მეტალები გვაქვს ასევე ეჭვი, რომ შეიძლება იყოს სხვა ნივთიერებებიც, მაგრამ სამწუხაროდ ეს კვლევები არ ტარდება, ამას გულისხმობდა ჩემი განცხადება და დოკუმენტიც“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ „ტვ პირველის“ ეთერში. 


ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი, სავარაუდოდ, პოლონიუმით არის მოწამლული, მოგვიანებით კი თავისივე განცხადება უარყო