21-12-2022
„ოპერაცია - "დაიხსენი სააკაშვილი" ყველა ფრონტზე გაიშალა, მათ შორის აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში ლოთბაზარა მარგველაშვილი. გუშინ უთქვამს, ერთი ზარია საჭირო ვაშინგტონიდან ეს ამბავი, ანუ მიშას გაყვანა რომ გადაწყდესო. ანუ კაცი იმდენად ზნედაცემულია, იმდენად ჩართულია აგენტოკრატიულ ქსელში, რომ ღიად ადასტურებს, თუ რას იზამდა, მისთვის რომ ერთი ზარი განეხორციელებინათ“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, მარგველაშვილმა ამ განცხადებით ღიად დაადასტურა, რომ მის დროს სწორედ „ერთი ზარებით“ იღებდა გადაწყვეტილებებს და კარგად იცნობს ამ „პროცესს“.
„განსაკუთრებული არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ აგენტოკრატებისა და მათი პატრონების გადამწყვეტი შტურმი მიმდინარეობს საქართველოზე და მის კანონიერ ხელისუფლებაზე. ოპერაცია - "დაიხსენი სააკაშვილი" ყველა ფრონტზე გაიშალა, მათ შორის აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში ლოთბაზარა მარგველაშვილი. გუშინ უთქვამს, ერთი ზარია საჭირო ვაშინგტონიდან ეს ამბავი, ანუ მიშას გაყვანა რომ გადაწყდესო.
ანუ კაცი იმდენად ზნედაცემულია, იმდენად ჩართულია აგენტოკრატიულ ქსელში, რომ ღიად ადასტურებს, თუ რას იზამდა, მისთვის რომ ერთი ზარი განეხორციელებინათ, თუნდაც ვაშინგტონიდან. იმ პრეზიდენტის ღირსებისთვის მიმიფურთხებია, ვაშინგტონიდან ერთი ზარი რომ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი ქვეყნის კანონი, სამართალი და ხალხის მოსაზრება. მარგველაშვილმა ამ განცხადებით ღიად დაადასტურა, რომ მის დროს სწორედ „ერთი ზარებით“ იღებდა გადაწყვეტილებებს და კარგად იცნობს ამ „პროცესს“. ტრაგედიაა, სამწუხაროა. თუმცა გასახარი ის არის, რომ ამ ქვეყანაში ბოლოსდაბოლოს მართლა უნდა დაიწყოს აგენტოკრატიის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა!“- წერს ნიკოლეიშვილი.