გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მრევლმა სამშობლოში მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა

21-12-2022

ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ტაძრის მრევლმა, (წინამძღვარი მამა ალექსანდრე თანდილაშვილი) სამშობლოში მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა.


ამერიკაში მცხოვრებმა თანამემამულეებმა ფინანსური დახმარება გაუწიეს ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახს, რომლის წევრებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.


ასევე, წელს პირველად, ტაძრის მრევლის შემოწირულობებიდან დახმარება გაეწია დიტო ცინცაძის სახელობის ფონდის ერთ-ერთ ბენეფიციარს, რომელსაც სამკურნალოდ უცხოეთში წასვლა ესაჭიროებოდა.


გარდა ამისა, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამერიკაში მცხოვრები თანამემამულეების სახელით, დახმარება გაეწიათ სათნოების სახლ "კატარზისის" ბენეფიციარ მოხუცებს, რომლებსაც სასურსათო პროდუქტები გადაეცათ.


აღსანიშნავია, რომ სათნოების სახლ "კათარზისის" მოხუცი ბენეფიციარების დახმარება უკვე  ტრადიციად იქცა.


ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში მოქმედი წმინდა ნინოს სახელობის ქართული ტაძარი, მამა ალექსანდრეს ხელმძღვანელობით, სამშობლოში საქველმოქმედო აქციებს პერმანენტულად, ყოველწლიურად მართავს.