გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია - მაჭახელას დაცული ლანდშაფტი შეიქმნა

21-12-2022

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია - მაჭახელას დაცული ლანდშაფტი შეიქმნა. მაჭახელას დაცული ლანდშაფტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი საერთო ფართობია 4294 ჰექტარია.

 

"აღნიშნული დაცული ტერიტორიის შექმნის მიზანი მაჭახლის ხეობაში ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დაცვაა.

 

დაცული ლანდშაფტიხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებას, რეკრეაციული და ტურისტული აქტივობების განხორციელებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე.

 

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაარსების პროცესი მიმდინარეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის,  მაჭახლის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით" - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.