გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სპეციალისტების განცხადებით, ჭუბერის ხეობაში მასშტაბური სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი არ არის

6-07-2018

სტიქიის ზონაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სპეციალისტებმა სასაზღვრო ვერტმფრენიდან მდინარე ნენსკრას სათავეები დაათვალიერეს. 

ამ ეტაპზე,  სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონე შემცირებულია; მდინარის ცალკეულ უბნებზე შეგუბებებს ადგილი არა აქვს. მასშტაბური სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი არ არის. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და უწყვეტ  რეჟიმში აკვირდებიან ხეობაში მიმდინარე  პროცესებს.

სპეციალისტების განმარტებით, მდინარე ნენსკრას აუზში მოსული ძლიერი ნალექის და მყინვარების ინტენსიური  დნობით გამოწვეული მაღალი წყლიანობის გამო,  მდინარის  ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გაჩენასა და გააქტიურებას, რამაც  მდინარის  ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების  შეგუბება  და ღვარცოფული პროცესების ფორმირება გამოიწვია.

მდინარის წყლის დონის მატების შედეგად, წარეცხილია მდინარის ნაპირები.

სინოპტიკოსების ინფორმაციით,  მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე, 6 ივლისის 17:00 საათიდან 7 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი; 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.