გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან ქარუმიძე მაია სანდუს განცხადებაზე: ეს სახელმძღვანელო მაგალითია იმისა, თუ როგორ სწვდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე

21-12-2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე Twitter-ზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ტვიტს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ მოლდოვა უერთდება საქართველოს მთავრობისადმი ზელენსკის მოწოდებას, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა დაუშვას.


„სახელმწიფოს მეთაურებმა უკეთ უნდა იცოდნენ. ეს სახელმძღვანელო მაგალითია იმისა, თუ როგორ სწვდება დეზინფორმაცია და პროპაგანდა ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტების უმაღლეს დონეზე. საქართველოში ყველა პატიმარს რომ ჰქონოდა ისეთივე პირობები, როგორიც ახლა მიხეილ სააკაშვილს აქვს, ბევრი პოსტსაბჭოთა ოლიგარქი სიამოვნებით მოიხდიდა აქ თავის სასჯელს“, - აღნიშნა ლევან ქარუმიძემ.