გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამთა მეგრელიშვილი: ისეთი უსამშობლო მანქურთია ჩვენი ყოფილი ბელადი, რომ კაცობით და მედგრად დგომით მის ჯალათებთან, ვანოსთან და ბაჩოსთან ახლოსაც ვერ მივა

22-12-2022

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს ვინმეზე წინ დავაყენებდი და ეს დღეც დადგა. ისეთი არარაობა, უსამშობლო მანქურთია ეს ჩვენი ყოფილი ბელადი, რომ კაცობით და მედგრად დგომით მის ჯალათებთან, ვანოსთან და ბაჩოსთან ახლოსაც ვერ მივა“- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, სირცხვილია, ეს როგორ უნდა აკადრო საკუთარ თავს და მერე შენს მომხრეებს.

 

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამას დავწერდი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს ვინმეზე წინ დავაყენებდი და ეს დღეც დადგა. ისეთი არარაობა, უსამშობლო მანქურთია ეს ჩვენი ყოფილი ბელადი, რომ კაცობით და მედგრად დგომით მის ჯალათებთან, ვანოსთან და ბაჩოსთან ახლოსაც ვერ მივა. მათი პროცესებიც გვახსოვს, მოიხადეს სასჯელი, სასამართლო პროცესებზე პიჯაკებში გამოწყობილი მიდიოდნენ და ამტკიცებდნენ თავის "სიმართლეს"... ეს ყველაფერი რა გულის ამრევია, ეს როგორ უნდა აკადრო საკუთარ თავს და მერე შენს მომხრეებს? სირცხვილია“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.