გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

22-12-2022

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, შერაზ გასრისთან.


მინისტრმა ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან დიპლომატს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.


ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივის მხარდაჭერას.


ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობაზე, მათ შორის, ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის პროგრამას, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო.


შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.


შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი რაფაელ ჟოზანი.