გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში მშენებარე რეგიონის - NEOM-ის პროექტი და ძველი ქალაქი დირია დაათვალიერა

22-12-2022

საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციასთან ერთად, მშენებარე რეგიონის - NEOM-ის პროექტი დაათვალიერა.


ირაკლი ღარიბაშვილს ქალაქის მშენებლობის მიმდინარეობისა და პროექტის დეტალების შესახებ ინფორმაცია საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრმა ფაიზალ ალ იბრაჰიმმა წარუდგინა.


ნეომი მშენებარე რეგიონია საუდის არაბეთში, ტაბუკის პროვინციაში, რომლის სიგრძეც 170 კილომეტრია.


პროექტით გათვალისწინებულია 460 000 სამუშაო ადგილის შექმნა და ქვეყნის მშპ-ის 48 მილიარდი დოლარით გაზრდა.


ფუტურისტული რეგიონის პროექტი მრავალმილიარდიანი NEOM პროექტის ნაწილია. ქალაქში გათვალისწინებულია სამუშაო, საცხოვრებელი და დასასვენებელი ადგილები.


ფუტურისტულ, ხაზოვან ქალაქს არ ექნება გზები, არ ივლის მანქანები, არ იქნება გამონაბოლქვი და იმუშავებს 100 პროცენტით განახლებადი ენერგიით.


ქალაქი უპირატესობას ანიჭებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ტრანსპორტირებისა და ინფრასტრუქტურის ნაცვლად.


მთავრობის მეთაურმა, დელეგაციასთან ერთად, ასევე დაათვალიერა ძველი ქალაქი დირია, პირველი იმამის სალვა-სასახლე, ატ ტურაიფის კომპლექსი, სადაც პირველი მმართველები ცხოვრობდნენ, და აგრეთვე დამფუძნებელი მეფის აბდულაზიზ ალ საუდის სახელთან დაკავშირებული არაბული ცხენების მუზეუმი.