გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ტბელ აბუსერისძის ორდენებით, ღირსების მედლითა და საპატიო წოდებით აჭარაში ღვაწლმოსილი პირები დაჯილდოვდნენ

23-12-2022

აჭარის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ტბელ აბუსერისძის l და ll ხარისხის ორდენებით, ღირსების მედლითა და საპატიო წოდებით ღვაწლმოსილი პირები დაჯილდოვდნენ.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.

 

ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა ვახტანგ ღლონტი - მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, 11 პოეტური კრებულის ავტორი. მისი ლექსები შესულია ქართულ ენაზე გამოცემულ ყველა პოეტურ ანთოლოგიაში და თარგმნილია მრავალ ენაზე.

 

ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა აკაკი ბერიძე - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა და სამედიცინო სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მის სახელს უკავშირდება აჭარაში ქირურგიული სკოლის ჩამოყალიბება და ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდების დანერგვა.

 

ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენი გადაეცა ვლადიმერ ბალაძეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, 100-მდე სამეცნიერო შრომის ავტორს. მის მთავარ სამეცნიერო მიღწევად ითვლება საქართველოში გეომეტრიული ტოპოლოგიის განვითარება და ბათუმში გეომეტრიული ტოპოლოგიის სკოლის შექმნა.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირსების მედლით დაჯილდოვდა აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ხუსეინ სირაბიძე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო წოდება გადაეცა რუსუდან შავიშვილს ჯანდაცვის სფეროში შეტანილი განსკუთრებული წვლილისთვის, რუსუდან შავიშვილი გახლავთ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.

საპატიო ჯილდოები გამარჯვებულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და უმაღლესის საბჭოს თავმჯდომრე დავით გაბაიძემ გადასცეს.