9-07-2018
რუსთავის ცენტრალურ პარკში, ქალაქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საერთაშორისო ბანაკის „International Youth Meeting“-ის ფარგლებში, ღია კარის დღე გაიმართა.
ღონისძიებებში მონაწილეობა დანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან ჩამოსულმა ბავშვემა და მათმა ახალგაზრდა ლიდერებმა, რუსთაველ ბავშვებთან ერთად მიიღეს. მათ დამსწრე საზოგადოებას, საკუთარი ქვეყნისა და ქალაქის კულტურა და ისტორია გააცნეს, მოაწყვეს ნაციონალური ნივთების გამოფენა და კერძების დეგუსტაცია.
ღონისძიებას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა მეუღლესთან ერთად, იტალიის კონსული საქართველოში და საელჩოს კომერციული ატაშე დაესწრნენ.
,, ამ ბანაკში ბავშვებს შეუძლიათ ურთიერთობა და საკუთარი ქვეყნების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. საკუთარ ქვეყნებში, იმ შთაბეჭდილებებს წაიღებენ, რაც რუსთავზე და საქართველოზე დარჩებათ. სწორედ აი ასეთი აქტივობები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ამ ქალაქში და მისი მომავლი განვითარება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
ღონისძიება ბანაკის ”ახალგაზრდული შეხვედრის“ ფარგლებში ჩატარდა და ძირითადი თემა - „მრავალფეროვნება ჩვენს ქალაქში - DiverCity“ იყო.
საერთაშორისო ბანაკი საქართველოში პირველად იმართება, ორგანიზატორი CISV- საქართველოა.
საერთაშორისო ახალგაზრდული შეხვედრის მხარდამჭერები ქალაქ რუსთავის მუნიციალიტეტი, წყალი ,,ბაკურიანი“, კაფეტერია ,,გურმე“, SIQA, CISV GEORGIA JB-ია.