გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: ამ საუკუნის დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ისტორიაში მოღალატეობა უდრის გიორგი გახარიას

23-12-2022

“ამ ზნედაცემულმა სუბიექტმა კი უღალატა მის გუნდს, სადაც მის ბევრ შეცდომაზე თვალებს ხუჭავდნენ და რაღაც პერიოდი პოლიტიკოსად აქციეს. ახლა კი, თავის უნიჭო ასლებთან ერთად ამუნათებს "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილის ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე ბლუყუნებს “- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება.

 

როგორც ანალიტიკოსი წერს, მოღალატეობა უდრის გიორგი გახარიას, სხვა პოლიტიკოსები არ იმსახურებენ ამ სამარცხვინო წოდებას ისე, როგორც გახარია.

 

“ამ საუკუნის დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ისტორიაში მოღალატეობა უდრის გიორგი გახარიას. სხვა ნაყარ-ნუყარი პოლიტიკოსები არ იმსახურებენ ამ სამარცხვინო წოდებას ისე, როგორც გახარია. ამ უნამუსოს, ადამიანობადაკარგულს ბოლომდე ვიცავდი უამრავ თანამოაზრესთან ერთად. ამ ზნედაცემულმა სუბიექტმა კი უღალატა მის გუნდს, სადაც მის ბევრ შეცდომაზე თვალებს ხუჭავდნენ და რაღაც პერიოდი პოლიტიკოსად აქციეს.

 

ახლა კი, თავის უნიჭო ასლებთან ერთად ამუნათებს "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილის ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე ბლუყუნებს. გიორგი გახარია სხვა ურეიტინგო შარახვეტია არსებების მსგავსად, მაზოხიზმის ჭაობშია - როგორც კი მიავიწყდებათ, ისეთს იტყვის, რომ სამართლიან საზოგადოებრივ რისხვას იმსახურებს”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.