გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამთა მეგრელიშვილი გიორგი გახარიას: ყველაფერში ფასადაური ოჯახშიც ფასადურია; მოღალატე ყველგან-ოჯახშიც და პოლიტიკაში მოღალატეა

23-12-2022

"ქართული ოცნების" გუნდის წევრობისას პრემიერი გიორგი გახარია ამბობდა: რომ მისთვის „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა პირდაპირ ივანიშვილზე გადის და სწორედ ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ „ქვეყანამ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას და ქართული პოლიტიკის ცენტრში, განსაზღვრა ადამიანი და მისი ღირსება,“ - წერს ,,ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი.

 

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, გახარია პრემიერ-მინისტრიდან "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთის დავალების შემსრულებლად იქცა!

 

"ქართული ოცნების" გუნდის წევრობისას პრემიერი გიორგი გახარია ამბობდა: რომ მისთვის „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა პირდაპირ ივანიშვილზე გადის და სწორედ ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ „ქვეყანამ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას და ქართული პოლიტიკის ცენტრში, განსაზღვრა ადამიანი და მისი ღირსება“. წინასაარჩევნოდ დასმულ იგივე კითხვაზე კი ურთიერთგამომრიცხავი რამ უპასუხა: „ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა". ამ სიტყვების შემდეგ იყო მისი დიდი შეცდომები, პოლიტიკური გაოროსნება, საკუთარი ახლად შექმნილი პარტიული გუნდისადმი მოლოდინების ვერ გამართლება და პირდაპირი მნიშვნელობით მათი უჰონორაროდ დატოვება. პოლიტიკაში მისი ეს ეპიზოდური როლები მისთვისვე დამღუპველი აღმოჩნდა. მის მიერ სახელდახელოდ შექმნილმა პარტიამ მცირერიცხოვანი ამომრჩევლის ნდობაც დაკარგა და ამ პოლიტიკურ სიბნელეში ჩარჩენილ ნაპრემიერალს დღეს ხალხი სერიოზულად აღარც კი აღიქვამს.

 

რეალურად სად არის გახარია?! პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა?! ამ კითხვებზე პასუხი რთული გასაცემია თუმცა ფაქტია, რომ ის ლიდერიდან თვითმარქვია პოლიტიკოსად იქცა, ფიგურად რომელიც ისევ სტატუსად პრემიერის ჩრდილს ამოფარებული პოლიტიკურ სცენარში მოღალატედ ჩაიწერა. კაცი პრემიერმინისტრიდან "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთის დავალების შემსრულებლად იქცა! მორიგი ახალი დავალება ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საუბარია და პოლიტიკურად გაოროსნებულის პირობაზე ისიც ენის მოჩლექით ალაპარაკდა. ".... ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა რომ მე წავედი პოლიტიკიდან. ის წავიდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში და ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს უპასუხისმგებლო პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება“.

 

რა სამარცხვინოა! ასეთი უღირსის ადგილი პოლიტიკაში არ არის. ვინც ჩააცვა იმას გახადა! ვინც კაცად აქცია და ნდობა გამოუცხადა იმას უღალატა! მინაწერი: მოღალატე ყველგან მოღალატეა და არც მიკვირს რადგან პრემიერობის დროს საკუთარ ცოლს გაშორებული (სხვებთან სირბილის) გამო ფასადურად, საიმიჯოდ ისევ მის მიერ მიტოვებულ ოჯახს ამოფარებული კამერების წინ საგანგებოდ ჩნდებოდა! არ მითხრათ პირადია და ნუ ეხებიო, ესაა ზუსტად ადამიანის მორალური მხარე და რეალური სახე. ყველაფერში ფასადური პოლიტიკაშიც ფასადურია. მოღალატე ყველგან, ოჯახშიც და პოლიტიკაშიც მოღალატეა!” - წერს მეგრელიშვილი.