გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაალ ანჯაფარიძე გახარიაზე: შეიძლება უთხრეს, წელი მთავრდება, გამოდი, დაენახე ხალხს, თან რამე ისეთი დაახეთქე, რომ ცოტა ხანი შენზე ილაპარაკონო

23-12-2022

“რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც ეხლა გამომხტარიყო? ერთ-ერთი მიზეზი ის ხომ არაა, რომ ერთ წელიწადში რეიტინგი 7.8% დან 1%-მდე დაუვარდა? ან შეიძლება უთხრეს, წელი მთავრდება, გამოდი, დაენახე ხალხს, თან რამე ისეთი დაახეთქე, რომ ცოტა ხანი შენზე ილაპარაკონო.”- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გიორგი გახარიაზე.

 

 “გადავიკითხე კომენტარები ჩირგვებიდან უეცრად გამომძვრალ გახარიას მუქარანარევ განცხადებებზე.

 

რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც ეხლა გამომხტარიყო? ერთ-ერთი მიზეზი ის ხომ არაა, რომ ერთ წელიწადში რეიტინგი 7.8% დან 1%-მდე დაუვარდა? ან შეიძლება უთხრეს, წელი მთავრდება, გამოდი, დაენახე ხალხს, თან რამე ისეთი დაახეთქე, რომ ცოტა ხანი შენზე ილაპარაკონო. ისიც გამოვიდა, და ვინც ჩააცვა, მოეფერა და არაფრისგან რაღაც გახადა, იმათ დაუწყო ყეფა, თან შორიდან. ჩვენებურად რომ ვთქვა, "უტრაკო ყარაჩოღელის" ბაქიბუქობას უფრო ჰგავდა”- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.