გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიმიტრი ხუნდაძე: პაციენტ მსჯავრდებულს სასჯელი რომ გადაუვადდეს, არსებობს დიაგნოზების დიდი ხნის წინ დაწერილი ჩამონათვალი, რომელშიც დემენცია არ წერია - ეს ჩამონათვალი ყველას ეხება, მაგრამ უნდათ, რომ სააკაშვილისთვის ის ცალკე დაიწეროს

24-12-2022

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „დიდ გადაცემაში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე ისაუბრა.


მისი თქმით, დიაგნოზი, რომელიც სააკაშვილს დაუსვეს, არ არის იმ დაავადებათა სიაში, რომელიც სასჯელის გადავადებას ან პატიმრის ვადამდე გათავისუფლებას ითვალისწინებს.


„ამბობენ: „გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი“ და ამ დროს, ის საპყრობილეში არ არის. იგი ოროთახიან ლუქსპალატაშია, სადაც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან. პაციენტის სამკურნალოდ პიარტექნოლოგიები ამუშავდა. 19 წელი აქტიური საექიმო პრაქტიკით ვიყავი დაკავებული და 5000-მდე დიაგნოზი მაქვს დასმული. დიაგნოზი ქუჩიდან შეძახილებით არასოდეს დამისვამს. ამისთვის არსებობს ობიექტური რეალობა და ძალიან ბევრი საშუალება, რომლებსაც აბსოლუტურად აიგნორებენ. ისინი არ ამბობენ, რა ვერ კეთდება, რა არის აუცილებელი... დიაგნოზებს რაც შეეხება - პაციენტი მსჯავრდებულის სასჯელის გადავადება ან ვადამდე მისი გათავისუფლება თუ დიაგნოზის მიხედვით ხდება, დიაგნოზების ჩამონათვალი არსებობს, რომლებიც დიდი ხნის დაწერილია. ეს ჩამონათვალი ყველას ეხება, მათ კი უნდათ, მიხეილ სააკაშვილისთვის ცალკე დაიწეროს დიაგნოზი. მესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცული უნდა იყოს და არის კიდეც დაცული. ვფიქრობ, საფრთხე [მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით] კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი იგი [პალატიდან] გავა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.