გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გამოწვევების მოსაგვარებლადტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან თანამშრომლობას აგრძელებს

24-12-2022

ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს, 4 ათასზე მეტ შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და მოგზაურებს საშუალება აქვთ  ადმინისტრაციას24 საათიან რეჟიმში, ცხელხაზზე   0 800 800 909 დაუკავშირდნენ.    ცხელ ხაზთან ერთად მუშაობსსაინფორმაციო ელექტრონული ფოსტა feedback@georgia.travelდა    programs.gov.ge-ს ონლაინ ჩათი.


ტურიზმის სფეროში გამოწვევების გადაჭრის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს ტურისტული კომპანიების, სხვადასხვა ასოციაციების, გიდების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებთან 9 შეხვედრა გამართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებთან  ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები, დარგის განვითარების გეგმები, პროფილურ ბიზნესთან ეფექტიანი თანამშრომლობის შესაძლებლობები, ტურიზმისა და ავიაციის აღდგენის დინამიკა განიხილეს.  შეხვედრების პარალელურად ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებისათვის ახლად გახსნილ ტურისტულ ობიექტებზე  საინფორმაციო ტურები მოეწყო.


მომავალ წელს  საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და სერვისების პოპულარიზაციისთვის დაგეგმილიაპლატფორმისplaces.georgia.travel  ამუშავება, საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო ცენტრების მანიშნებლებისა და ექსტერიერის, ასევესაქართველოს ტურისტული პროდუქტების ბეჭდური საპრომოციო მასალის განახლება.