გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიგი გიგიაძე: ამერიკისთვის ძალიან იაფი ჯდება მისი ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მოწინააღმდეგის დამარცხება უკრაინის მეშვეობით

24-12-2022

ამერიკისთვის ძალიან იაფი ჯდება მისი ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მოწინააღმდეგის დამარცხება უკრაინის მეშვეობით - ამის შესახებ ტვ „ფორმულას“ ეთერში ექსპერტმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა დანიაში, გიგი გიგიაძემ განაცხადა.


მისი თქმით, დასავლეთი ჯერჯერობით არ ხარჯავს იმდენ თანხას.


„ამერიკელების დახმარება, რაც გაუწიეს, ეს არის ძალიან მცირე რაოდენობის, 5.6% არის თავდაცვის ბიუჯეტის, 715 მილიარდიდან დაახლოებით 40-48 მილიარდია გამოყოფილი უკრაინისთვის. ამ გადმოსახედიდან ამერიკისთვის ძალიან იაფი ჯდება მისი ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მოწინააღმდეგის დამარცხება უკრაინის მეშვეობით, ანუ, ამერიკას დღევანდელ დღეს ძალიან იაფი უჯდება ერთ-ერთი მისი მთავარი გაცხადებული... ანუ, იმის თქმა მინდა, რომ დასავლეთი ჯერჯერობით არ ხარჯავს იმდენ თანხას“ - განაცხადა გიგი გიგიაძემ.