გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„ხალხის ძალის“ ლიდერები რეგიონების წარმომადგენლებს შეხვდნენ

25-12-2022

ბორჯომში, „ხალხის ძალის“ ლიდერები რეგიონების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განვლილი წელი შეაჯამეს, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.


„ხალხის ძალის“ ლიდერების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა სულ რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა, რეგიონებიდან მოსახლეობის დიდ მხარდაჭერას გრძნობენ. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეხვედრებს სამომავლოდაც აქტიურად გეგმავენ.


„შევხვდით, რათა გაგვეანალიზებინა განვლილი გზა, რომელიც ამ რამდენიმე თვეში გავიარეთ და სამომავლო გეგმებზე გველაპარაკა. რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში ვცხოვრობთ - ამიტომაც, მომავალი ძალიან დატვირთული გვექნება. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხის წინაშე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ვგრძნობთ საზოგადოების ძალიან დიდ მხარდაჭერას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.


„ხალხის ძალის“ კიდევ ერთი ლიდერის - დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საზოგადოება „ხალხის ძალის“ ხედვებით დაინტერესებულია.


„ვისაუბრეთ შემდგომ გეგმებზე, დავგეგმეთ რეგიონებში უშუალო შეხვედრები მოსახლეობასთან - ახალგაზრდებთან, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან. ხალხთან უშუალო კონტაქტი კიდევ უფრო გამოავლენს, რა დამოკიდებულებაა „ხალხის ძალის“ მიმართ, რა პრობლემები არსებობს დღეს, როგორ აღიქვამს ამას საზოგადოება და როგორ შეიძლება ამ პრობლემების ერთობლივად მოგვარება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.