გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

USDA-SQIL პროექტის ფარგლებში, ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პირველი კატალოგი შეიქმნა

25-12-2022

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პირველი კატალოგი შეიქმნა. კატალოგის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი,  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდნენ.


„პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომლის ფარგლებშიც  ეს კატალოგი შეიქმნა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში მესაქონლეობის დარგის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის ქვეყანაში ეს დარგი. ტარდება ტრენინგები ჩვენი ფერმერებისთვის, გამოიცა არაერთი სახელმძღვანელო, რაც რეალურად ეხმარება დარგს გაძლიერება-განვითარებაში. ვფიქრობ, ეს კატალოგი პირველი ნაბიჯია. მომავალში, ის კიდევ უფრო შეივსება, დაიხვეწება და ჩვენ გვექნება დოკუმენტი, რომელიცსაშუალებას მოგვცემს დავინახოთ, თუ როგორია განვითარება ამ დარგში“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.


პროექტის„ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის„საქრძე" მიერმომზადებული კატალოგი31 დასახელების რძის ნაწარმისწარმოების გეოგრაფიულ-ისტორიულიარეალის, გამოყენებული ნედლეულის, დამზადების ტექნოლოგიისა და ორგანოლეპტიკური მახასიათებლების შესახებ აერთიანებს ინფორმაციას. ინიციატივა ადგილობრივი რძისპროდუქტების მრავალფეროვნების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კატალოგში შესულია რძის ნაწარმის ისეთი მივიწყებული სახეობები, როგორიცაა გვაჯილა, კობის ყველი, კაზლა ყველი, კალტი, ყურუთი, ასევე რძის სხვა პროდუქტები - გაწურული მაწონი, ნადუღი, კაიმაღიდა სხვა.


პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.