გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შალვა პაპუაშვილი გახარიაზე: ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი განცხადებები და კომენტარები არ ეკადრება - საზოგადოებამაც პასუხი გასცა

25-12-2022


თუკი ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად ყოფნას, მან თავდაპირველად კითხვას უნდა გასცეს პასუხი: მიიჩნევდა თუ არა თავს ის მარიონეტად, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო?, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას.


„თუ კი ის ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად ყოფნას, მან თავდაპირველად კითხვას უნდა გასცეს პასუხი: ის მიიჩნევდა თუ არა თავს მარიონეტად, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი განცხადებები და კომენტარები არ ეკადრება. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვაკვირდებით მისგან რამდენი ხანია და ამაზე საზოგადოებამაც პასუხი გასცა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა:


„ბიძინას თუ ჰგონია, ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება“.