გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: სააკაშვილის ნეოტროცკისტები მუდმივად ადგენენ ე.წ. შავ სიებს და თანამემამულეებს გვემუქრებიან, ამჯერად ასპარეზზე ნაცრეჟიმის ექს-ჩინოსანი, ანდრო ბარნოვი გამოაგორეს

25-12-2022

მარგინალი უსამშობლოების ნაცსექტა არც კი მალავს, რომ რევანშიზმის ვნებითაა შეპყრობილი. სააკაშვილის ნეოტროცკისტები მუდმივად ადგენენ ე.წ. შავ სიებს და თანამემამულეებს გვემუქრებიან, ამჯერად ასპარეზზე ნაცრეჟიმის ექს-ჩინოსანი, ანდრო ბარნოვი გამოაგორეს - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნაცმოძრაობის მხარდამჭერის ანდრო ბარნოვის facebook სტატუსის შესახებ.

 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ზნეობის მიღმა მყოფი არარაობების დრო დასრულებულია ქართულ პოლიტიკაში.

 

„მარგინალი უსამშობლოების ნაცსექტა არც კი მალავს, რომ რევანშიზმის ვნებითაა შეპყრობილი. სააკაშვილის ნეოტროცკისტები მუდმივად ადგენენ ე.წ. შავ სიებს და თანამემამულეებს გვემუქრებიან. ამჯერად ასპარეზზე გამოაგორეს ნაცრეჟიმის ექს-ჩინოსანი, ანდრო ბარნოვი. დესტრუქციულთა ყალბი გზავნილების მამხილებელ მედიას ემუქრება. ხელისუფლებაში არ მოსულან (ვერც ვერასდროს მობრუნდებიან) და დასჯა-ანგარიშსწორების ჟინით არიან აღგზნებულნი.

 

ზნეობის მიღმა მყოფი არარაობების დრო დასრულებულია ქართულ პოლიტიკაში. მათ მხოლოდ სოცქსელი და ჯიბის მედია დარჩათ, საიდანაც გესლის ნთხევით ყოველდღიურად გვაჩვენებენ თუ როგორი ანტიქართულნი არიან ერთ დროს ხელისუფლებაში მყოფი "ნაკელის ჭიები" - წერს აბაშიძე facebook - ზე.