გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბათუმში ერთი თვის წინ ცემით მოკლული ბავშვი დღემდე არ დაუკრძალავთ

9-07-2018

ბათუმში, 14 ივნისს უზბეკი ქალის მიერ ცემით მოკლული მეგობრის შვილი, 4 წლის გოგო დღემდე პროზექტურაში რჩება. როგორც ირკვევა, მისი დაკრძალვა აქამდე არავის მოუთხოვია. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებას ამ დრომდე აქვს კომუნიკაცია გარდაცვლილი ბავშვის დედასთან, რომელიც ბათუმში ჩასვლას აქამდე ვერ ახერხებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თურქეთშია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 4 წლის გოგოს ვერ დაკრძალავენ, სანამ ამაზე დედის ან მინდობილი პირის თანხმობა არ იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის ბიოლოგიური მამა საქართველოში ცხოვრობს, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია და უწყებისთვის დაკრძალვის მოთხოვნით არავის მიუმართავს.

ბათუმში უზბეკმა ქალმა მცირეწლოვანი ბავშვი ცემით 14 ივნისს მოკლა და ცხედარი პოლიციის  განყოფილებაში მიიტანა. მკვლელობაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ 15 ივნისს პატიმრობა შეუფარდა.