გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საელჩოების და საელჩოებში დასაქმებული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა

26-12-2022

ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საელჩოების და საელჩოებში დასაქმებული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ელჩებს მადლობა გადაუხადა.


„ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი საელჩოების და საელჩოებში დასაქმებული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა. ბატონი ილია დარჩიაშვილი, როგორც ახალი მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული თქვენი საკითხების მოგვარებაში. ყველა თქვენს თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო. ვიცი, რაოდენ რთულია თქვენი ოჯახებიდან შორს, საზღვარგარეთ ყოფნა, ცხოვრება და მოღვაწეობა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თქვენ კიდევ უფრო კომფორტულად, კიდევ უფრო კარგი პირობებით შეძლოთ თქვენი მთავარი მოვალეობის შესრულება. ბატონ ილიას აქვს ძალიან კარგი ინიციატივები. ამის თაობაზე ალბათ სხვა ფორმატში გვექნება მსჯელობა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მას და მის ინიციატივებს, მთავრობის დონეზე ჩვენ გვექნება მაქსიმალური მხარდაჭერა და ჩართულობა და მხარდაჭერა. მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, პატივცემულო ელჩებო, ყველა თქვენს თანამშრომელს, გისურვოთ წარმატება, კეთილდღეობა, მშვიდობა და მოგილოცოთ წინასწარ დამდეგი ახალი წელი და შობა. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს", - განაცხადა პრემიერმა.