გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან ნიკოლეიშვილი: სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ამბასადორიალზე არდასწრება არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ უწყებისა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა

26-12-2022

„შეუიარაღებელი თვალით ჩანს - ის არ ეკუთვნის საკუთარ თავს და პირდაპირ მითითებებით მოქმედებს. თუ ვისი, ეს ძალიან მალე გამოჩნდება!“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას - „ელჩების კონფერენცია 2022“ -ს არ დაესწრო.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, უმძიმესი შეურაცხყოფაა დიპლომატიური კორპუსის.

 

„სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ამბასადორიალზე არდასწრება არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ უწყების, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. უმძიმესი შეურაცხყოფაა დიპლომატიური კორპუსის და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. სამწუხაროა, რომ ეს ქალბატონი უკვე თავიდან ბოლომდე გადავიდა ნაცმოძრაობის ნარატივზე. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ შეუიარაღებელი თვალით ჩანს - ის არ ეკუთვნის საკუთარ თავს და პირდაპირ მითითებებით მოქმედებს. თუ ვისი, ეს ძალიან მალე გამოჩნდება!“- წერს ნიკოლეიშვილი.