გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით მაღრაძე: მნიშვნელოვანია, ევროპასთან ისე დარჩე, საკუთარი თავი და ღირსება არ დაკარგო

26-12-2022

ჩვენ გამოვიარეთ გზა ხელისბიჭობიდან ღირსეულ პარტნიორობამდე. მთავარი ევროპული მომავალი კი არ არის, მნიშვნელოვანია, ევროპასთან ისე დარჩე, საკუთარი თავი და ღირსება არ დაკარგო - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროსტრუქტურებთან საქართველოს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროპა სტრუქტურები არ არის. მთავარია, ღირსება, წარსული, მომავალი, სამართლიანობაზე საკუთარი წარმოდგენა არ დავკარგოთ.

 

„წელს ყველაზე მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ უპირველესი საზრუნავი სამშობლოს ინტერესია. აგრესიაც, რაც ზოგიერთი ევროპარლამენტარის უსამართლო განცხადებებში გამოიხატება, ამით არის განპირობებული. ამ ტენდენციით საქართველო მეორეხარისხოვანი ქვეყნის ცნობიერებისგან გათავისუფლდა.

 

ვფიქრობ, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ქართველი საზოგადოების მოთხოვნა გაითვალისწინეს და პრიორიტეტად სამშობლოს ინტერესი აქციეს. შორეულ და ახლო მეზობელ დიდ ქვეყნებსაც ყოველთვის აქვთ თავიანთი ინტერესი, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა ჩვენი სამშობლოს მისწრაფებებს.

 

ამიტომაც ზოგჯერ პატარა ქვეყნებს დათმობაზე წასვლა უწევთ. ასეთ დროს მთავრობასა და ხალხს სიბრძნე მართებს და არა შიშველი ემოციებით მოქმედება. ამ დროს გვჭირდება პოლიტიკური სიბრძნე, ისე, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა არ დაზიანდეს“ - აცხადებს დავით მაღრაძე.

 

მისივე თქმით, რამდენიმე ევროპარლამენტარის კრიტიკული შეფასებები არ ნიშნავს, რომ მთელი ევროპა გვაკრიტიკებს.

 

„ხშირად ევროპარლამენტარების უსამართლო ნაწილის კრიტიკა საქართველოს მოსახლეობაში ევროსტრუქტურების დისკრედიტაციას იწვევს, ისე, როგორც ქრისტიანობის დისკრედიტაციას იწვევს სამღვდელოების უღირსი ნაწილის ქმედებები, მაგრამ საბოლოოდ არც ქრისტიანობაზე გვითქვამს უარი და არც ევროსტრუქტურებზე. ჩვენთვის მთავარია გეოგრაფიულ ევროპაში კულტურული ევროპა გადარჩეს.

 

ევროპარლამენტის თვალსაჩინო უსამართლობაა, კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპული პერსპექტივა რომ მოგვანიჭეს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიური შრომით ვადასტურებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, მაინც ვისწრაფვით ევროპისკენ. მთავარია, ჩვენ არ გადავუხვიოთ დასავლურ კურსს და სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს“ - აცხადებს დავით მაღრაძე.