პარასკევი, მაისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ნინო ფოჩხუა სააკაშვილის ექსპერტ გოლდსმიტზე: დააკვირდით, ყველა თაღლითი სააკაშვილის ოჯახთან იყრის თავს; ახლაც, მისი ამერიკელი ექსპერტი საკუთარ სამშობლოშიც შემჩნეული ყოფილა ცრუ დასკვნების მომზადებაში

27-12-2022

გოლდსმიტი მსჯავრდებულის ქალიშვილის მოსაზრებას გადაჭარბებულად ითვალისწინებს, როგორც სააკაშვილის ოჯახის, თან როგორი ნიშანდობლივია, რომ დამნაშავე, რომლის ფსიქიკურ ექსპერტიზაში მონაწილეობდა გოლდსმიტი, იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის თანამზრახველია - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, სააკაშვილის ამერიკელი ექსპერტი საკუთარ სამშობლოშიც შემჩნეული ყოფილა ცრუ დასკვნების მომზადებაში.

 

„დააკვირდით, ყველა თაღლითი სააკაშვილის ოჯახთან იყრის თავს. ახლაც მისი ამერიკელი ექსპერტი საკუთარ სამშობლოშიც შემჩნეული ყოფილა ცრუ დასკვნების მომზადებაში, ანალოგიურ ქმედებასთან გვაქვს საქმე, აქაც გოლდსმიტი მსჯავრდებულის ქალიშვილის მოსაზრებას გადაჭარბებულად ითვალისწინებს, როგორც სააკაშვილის ოჯახის, თან როგორი ნიშანდობლივია, რომ დამნაშავე, რომლის ფსიქიკურ ექსპერტიზაში მონაწილეობდა გოლდსმიტი, იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის თანამზრახველია. დარჩა კითხვები?“ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.