გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე: ისეთი ექსპერტები ჰყავთ უცხოეთიდან ჩამოყვანილი, რომელთა დასკვნებს მათი ქვეყნის სასამართლოც კი არ ცნობს

27-12-2022

„ამერიკული მართლმსაჯულება არაო, მაგრამ ქართულმა სასამართლომ აქსიომად უნდა მიიღოს, რადგან მიშას დაქირავებულია?!“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის საქმის ამერიკელი ექსპერტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ერიკ გოლდსმიტის დასკვნას ამერიკული სასამართლო არ ენდობა.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ფონსაც კი ვერ ქმნიან ისეთს, რომ სიყალბე და ხელოვნურობა რამდენიმე დღით ობიექტურობას მიამსგავსონ.

 

„ამერიკული მართლმსაჯულება არაო, მაგრამ ქართულმა სასამართლომ აქსიომად უნდა მიიღოს, რადგან მიშას დაქირავებულია?! ფონსაც კი ვერ ქმნიან ისეთს, რომ სიყალბე და ხელოვნურობა რამდენიმე დღით ობიექტურობას მიამსგავსონ და ისეთი ექსპერტები ჰყავთ უცხოეთიდან ჩამოყვანილი, რომელთა დასკვნებს მათი ქვეყნის სასამართლოც კი არ ცნობს...“-წერს ზურაბ ქადაგიძე.