გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველო მსოფლიო გავლენიანი მედიასაშუალებებისა და ბლოგერების ობიექტივში

27-12-2022

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს მსოფლიოში გავლენიან მედიასაშუალებებს უმასპინძლა.


მაღალრეიტინგული საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის, ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 54 პრეს-ტური გამართა და 482 ადამიანს უმასპინძლა.


ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს National Geographic-ის,  Conde Nast Traveller-ის,The Financial Times-ის,   Independent-ის,  Steller -სა და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებებისა და პლატფორმების წარმომადგენლები გაეცნენ. ტურების შედეგად საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ასობითპოსტი,  სტატია, სიუჟეტი და ვიდეო რგოლი მომზადდა, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გაეცნო. 


პრესტურების პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებს  უმასპინძლა, დაგეგმა და განახორციელა აქტივობები ავიაკომპანიებთან თანამშრომლობით.  8 გაცნობით ტურის შედეგად საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, კურორტებსა და ინფრასტრუქტურას  58 ტუროპერატორი გაეცნო. ტურის ფარგლებში უცხოელი ტუროპერატორები  თანამშრომლობის მიზნით ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.