გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურამ გურამიშვილი: მიმოქცევაში გაეშვა საფოსტო მარკა, რომელიც საქართველო-იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ეძღვნება

27-12-2022

2022 წლის დეკემბრიდან მიმოქცევაში გაეშვა საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქართული მარკა, რომლის პრეზენტაციაც დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ენრიკო ვალვომ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.


„საქართველოს ფოსტის" მიერ დაბეჭდილ მარკაზე, ასევე, იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი. ქართული მარკის ავტორი ბაადურ ქობლიანიძეა.


„მიმოქცევაში გაეშვა საქართველოსა და იტალიის შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მარკა, რომელიც საიუბილეოა და მასზე დატანილია ბიჭვინთის საკათედრო მონასტერი, რომელიც ესკიზის სახით აღწერა მე-17 საუკუნეში იტალიელმა მისიონერმა, ქრისტეფორე დე კასტელმა. მის მიერ შექმნილი ნამუშევრები ფასდაუდებელია საქართველოს ისტორიისთვის და მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის. ამ მარკის გამოცემა ხელს შეუწყობს ქართველი და იტალიის ხალხის მეგობრობის განმტკიცებასა და გაღრმავებას" - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.


„საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, ახალი მარკა მთელი ქვეყნის მასშტაბით „საქართველოს ფოსტის" 81 სერვისცენტრშია ხელმისაწვდომი და საფოსტო გზავნილების განხორციელება უკვე აღნიშნული მარკით არის შესაძლებელი. მისივე ინფორმაციით, „საქართველოს ფოსტის" მიერ გამოშვებული საფოსტო მარკის ტირაჟია 20.000 ერთეული, ხოლო იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილი საფოსტო მარკის ტირაჟია 350.010 ერთეული.