გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე: ვის აქვს უფლება, ჩვენი შვილების ბეღურებივით ამომწყვეტი გაათავისუფლოს? სააკაშვილის შეწყალება არ შეიძლება

27-12-2022

ვის აქვს უფლება, რომ ჩვენი შვილების ასე ბეღურებივით ამომწყვეტი გაათავისუფლოს? პრეზიდენტისგან, მოვითხოვ, სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ იქნას შეწყალებული, – ამის შესახებ 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „იქ უნდა გადაიყვანონ, სადაც მისი ადგილია“.


„ქალბატონმა ია მეტრეველმა ჩვენი მოთხოვნის შესახებ ამომწურავად ბრძანა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვთ, გვერდით დაგვიდექით. ზოგმა დღემდე ვერ გაიგო, რომ სააკაშვილის შეწყალება არ შეიძლება, ამიტომ, ხვალ პრეზიდენტის სასახლესთან ვიკრიბებით. ვეუბნებით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რაც თქვა, ის შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იმის ძალა გვაქვს , რომ შევიკრიბოთ იმდენი კი არა, რამდენიც ქართველმა ვითომ დედებმა გუშინწინ სია რომ შედგინეს იმისათვის, რათა სააკაშვილი შეწყალებული იქნას. ვეჭვობ, ამ ქალებს შვილები არ ჰყავთ. რომელი მათგანი მივიდა ია მეტრეველთან და სამძიმარი უთხრა? რომელი მათგანი მოვიდა ჩემთან, ჩვენნაირ გაუბედურებულ ადამიანებთან, ვინ მოინანია? ვის ააქვს უფლება, რომ ჩვენი შვილების ასე ბეღურებივით ამომწყვეტი გაათავისფულოს იქიდან, სადაც დღეს არის? კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა იმ ადამიანს, იმ თანამდებობის პირს, რომლებმაც სააკაშვილი ოროთახიან აპარტამენტში ჩასვეს, ის იქ გადაიყვანონ, სადაც მისი ადგილია. ეს არის ყველაზე დიდი აფერისტი, თუ ვინმე ამ ქვეყნად გაჩენილა. სასწრაფოდ იქნას გადაყვანილი იქ, სადაც უნდა დალპეს. ეს კაცი არის მტარვალი.


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩვენი თანამებროძოლი იყო, ჩვენთან ერთად ყველა მიტინგზე დადიოდა, სადაც სააკაშვილის უმსგავსობას ვაპროტესტებდით, მოვითხოვ როგორც საქართველოს მოქალაქე, სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ იქნას შეწყალებული. კიდევ ერთი რამ მინდა, გითხრათ, დღეს მოვისმინე მურმან დუმბაძის განცხადება, ამ კაცს უთქვამს, გირგვლიანი მოკლული არააო . მინდა, აქედან შევუთვალო: ჭკუით იყავი, ცეცხლს ნუ ეთამაშები, ჩვენს მოთმინებას საზღვარი აქვს.


სააკაშვილი, თურმე, იქ ვერ ძლებს, სადაც არის. წამოვიდეს ნებისმიერი დედა, რომელმაც ის სია დაწერა და ხელი მოაწერა, ავიყვან ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილის, კრიალაშვილის, შარაძის, გიორგი გამცემლიძის საფლავებზე და ვაჩვენებ, იქ ისინი როგორ ძლებენ. ჩემი ხელებით ამოვთხრი ჩემი გიორგის საფლავს და ვაჩვენებ ჩემს შვილს, თუ როგორაა იქ და როგორ ძლებს“ – განაცხადა გამცემლიძემ.


ცნობისთვის, ხვალ 15:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართება, რომლის მონაწილეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და მოითხოვენ, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს, – ამის შესახებ 2004 წელს მოკლული მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.