გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ, რაც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, 2023 წელს განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდზე მეტი იქნება

27-12-2022

მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ, რაც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, 2023 წელს განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდზე მეტი იქნება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2012 წლამდე სკოლებში საქართველოს ისტორია აღარ ისწავლებოდა, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, აღნიშნული საკითხი დარეგულირდა და სკოლებში უკვე ისწავლება საქართველოს ისტორია.


განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე გითხარით, რომ ვიწყებთ მასშტაბურ რეფორმას, სკოლების რეაბილიტაციას, ეს არის მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს აღნიშნული პროგრამა, ტენდერი ამჟამად მიმდინარეობს, 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციას უკავშირდება აღნიშნული ტენდერი და ჯამში, როგორც მოგახსენეთ, 800 სკოლა იქნება სრულად რეაბილიტირებული ევროპული სტანდარტების მიხედვით.


რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ეს მიმართულებაც არის რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. განათლების მინისტრი ამ მიმართულებით ბევრს მუშაობს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ხარისხიანი პროფესიული განათლების მიწოდება, შეთავაზება ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ისევე, როგორც უმაღლესი განათლების მიმართულებით, მინისტრს აქვს კონკრეტული გეგმები და ამოცანები დასახული და რეფორმებზე მუშაობს. ჩვენი ამოცანა არის, რომ ასევე ხარისხიანი, როგორც სკოლამდელი, ასევე სკოლის და უმაღლესი განათლება მიეწოდოს ჩვენს მომავალ თაობას. ჯამში, განათლების ბიუჯეტი არის გაზრდილი 340 მილიონით, 2023 წელს იქნება 2 მილიარდზე მეტი, 2 მილიარდ 345 მილიონი იქნება დაახლოებით და გეტყვით, რომ ასევე ბატონი მინისტრის ინიციატივით დაწყებულია მნიშვნელოვანი პროგრამა, ეს არის 400 სკოლის აღჭურვა კომპიუტერული ტექნიკით და კომპიუტერული ლაბორატორიებით. ყველა სკოლაში უნდა გავაკეთოთ აღნიშნული ლაბორატორია. აქვე, მინდა აღვნიშნო, შეიძლება დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანია და ამაში ჩანს ზოგადად დამოკიდებულება: მოგეხსენებათ, რომ 2012 წლამდე სკოლებში საქართველოს ისტორია აღარ ისწავლებოდა. სამწუხაროდ, თითქმის წაშლილი იყო საქართველოს ისტორია და ჩვენს მომავალ თაობას აღარ ასწავლიდნენ საქართველოს ისტორიას. ამიტომ, ბატონი ჩხენკელის ინიციატივით, აღნიშნული საკითხი დარეგულირდა და უკვე სკოლებში ისწავლება საქართველოს ისტორია",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.