« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
9-07-2018
მიმდინარე წელს, მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე სულ 108 834 ადამიანი გავიდა, მათი 71% კი გამოცდაზე ჩაიჭრა. ინფორმაციას შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე „ოლნიუსი“ ავრცელებს.
2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მასშტაბით მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე სულ 57 378 პირი გავიდა, საიდანაც 31 316-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, 26 062-მა პირმა კი ვერ ჩააბარა. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდას, 2018 წლის პირველ ნახევარში გამოცდაზე 108 834 პირი გავიდა, გამოცდა წარმატებით 31 894 ადამიანმა ჩააბარა, ხოლო 76 940 ჩაიჭრა.